ირაკლი კობახიძე - ღირსებას მოაქვს მშვიდობა, მშვიდობას მოაქვს კეთილდღეობა, ხოლო კეთილდღეობას მოაქვს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თელავში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის დამსახურებაა ის წინსვლა, რომელსაც საქართველომ გასული 12 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით მიაღწია.

„წარსულს ჩავაბარეთ ადამიანების მკვლელობისა და წამების, უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრების სისტემური პრაქტიკა, 2,5-ჯერ შევამცირეთ ციხეებში პატიმრების რაოდენობა და 10-ჯერ შევამცირეთ ციხეებში სიკვდილიანობა; აღიკვეთა ბიზნესის რეკეტი და გათავისუფლდა მედია; ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები; 28 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა; 8,5 მილიარდი ლარიდან 30,8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი; ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 3-ჯერ გაიზარდა პენსიები, რამდენჯერმე გაიზარდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი; რამდენჯერმე გაიზარდა გზების, სკოლების, ბაღებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი; ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები; რაც კახელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 70%-ით გაიზარდა, 2012 წლის შემდეგ ვენახების ფართობი და 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი. 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. თუ 2012 წელს მევენახეების შემოსავალი მხოლოდ 71,5 მილიონ ლარს შეადგენდა, შარშან მევენახეებმა 300 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღებს, წელს კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იზრდება; ქვეყნის მასშტაბით განახევრდა უმუშევრობა; 680 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს; „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია; ამ ყველაფერთან ერთად, საბოტაჟისა და ხელოვნური დაბრკოლებების მიუხედავად, ჩვენ შევძელით და ჩვენი ქვეყნისთვის მივიღეთ ევროკავშირის წევრობის სტატუსი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ღირსებას მოაქვს მშვიდობა, მშვიდობას მოაქვს კეთილდღეობა, ხოლო კეთილდღეობას მოაქვს საქართველოს ნათელი, ევროპული მომავალი.

„კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს გარე ძალების მიმართ მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, ირჩევს ამორალურ პროპაგანდას თუ ირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს ბნელ წარსულს თუ ირჩევს საქართველოს ნათელ მომავალს. დარწმუნებული ვარ, რომ კახეთი და სრულიად საქართველო აირჩევს მშვიდობას, დამოუკიდებლობას, ტრადიციულ ფასეულობებს და საქართველოს ნათელს მომავალს. ეს არის არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ