შალვა პაპუაშვილი - „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან

„სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, რომ თბილად არის მოკალათებული ერთ-ერთ ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან, როგორც დამკვირვებელი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მანამდე კი, მან ისაუბრა ცესკო-ში დარეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებზე.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, შემაშფოთებელია, როდესაც პარტიები თავიან ყალბ არასამთავრობო ორგანიზაციებს დამკვირვებლის სახით არეგისტრირებენ.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ 2020 წელსაც გამოვავლინეთ ეს ორგანიზაციები და სხვათა შორის, მაშინ უარყოფდა ზოგიერთი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციის აქტივისტი და შემდეგ პარტიებში აღმოჩნდნენ, როგორც ახლა ხდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია, როდესაც პარტიები თავიან ყალბ არასამთავრობო ორგანიზაციებს დამკვირვებლის სახით არეგისტრირებენ და ამით ცდილობენ შექმნან ობიექტური დასკვნების ანტურაჟი.

აქამდე დარეგისტრირებული ორგანიზაციების 40% არათუ რაღაცნაირად კავშირშია პარტიასთან, არამედ, პირდაპირ მათი ნაწილია, რაც საჯარო წყაროებიდან დასტურდება. სხვათა შორის, ჩვენ, როდესაც ამ საკითხებზე ვსაუბრობთ, ეხება არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დამკვირვებლებს და იცით, რომ ერთ-ერთი ორგანიზაცია არის ევროპის სადამკვირვებლო ორგანიზაციათა ქსელი, თუ არ ვცდები, კავშირი, სადაც „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი ხელმძღვანელი, ქალბატონი ელენე ნიჟარაძე არის წარმომადგენელი. ეს უბრალოდ დაცინვაა, მე მგონი, საერთოდ არჩევნების მიმართ, ადამიანი, რომელმაც ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, რომ თბილად არის მოკალათებული ერთ-ერთ ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან, როგორც დამკვირვებელი. რა თქმა უნდა, ამას უნდა დააკვირდეს ყველა, ეს დასკვნები თავისთავად სანდო არ არის.

თავის მხრივ, რა თქმა უნდა, აკრძალვა არ არის, კი ბატონო, თუ არიან პოლიტიკური პარტიის ნაწილები იყვნენ, დააკვირდნენ და შევიდნენ, ამაში პრობლემა არ არის. ამის მხილების მთავარი მიზანი არის ის, რომ განსაკუთრებით საერთაშორისო დამკვირვებლებმა იცოდნენ, თუ ვისთან აქვთ საქმე და კრიტიკულად მიუდგნენ მათ ანგარიშებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ