რუსეთის თავდაცვის უწყება - რუსეთის შვიდი რეგიონისა და აზოვის ზღვის თავზე 125 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის შვიდ რეგიონში 125 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გასულ ღამეს, როდესაც კიევის რეჟიმმა სცადა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 125 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს და შეაკავეს“, - აცხადებენ უწყებაში.

თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ 67 დრონი ვოლგოგრადის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 17-ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, 17-ვორონეჟის ოლქში, 18 - როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე, თითო-თითო ბრიანსკის, კურსკის და კრასნოდარის ტერიტორიებზე, 3 უპილოტო საფრენი აპარატი კი აზოვის ზღვის თავზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება