"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზუკა რურუა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ვაკის რაიონის მოსახლეობასთან აგრძელებს

"ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონში, მრგვალ ბაღში მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, 26 ოქტომბრის არჩევნებზე, მიმოიხილეს დასრულებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმები.

„ვაკის მოსახლეობას ერთგულება გამოვუცხადე - მთელი ცხოვრება ვცდილობდი, ჩემი ქვეყანა მესახელებინა პროფესიულ საქმიანობაში და დიდი პატივია, რომ ახლა ამ პოზიციიდან ერთგულების დამტკიცების შესაძლებლობა მომეცა.

26 ოქტომბერს ჩვენ ავირჩევთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას და მშვიდობას ქვეყანაში“,- განაცხადა ზუკა რურუამ.

მისი თქმით, საღამო კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა ზუკა ხუციშვილის მონაწილეობამ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებისთვის რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ვაკის გამგებელი - დავით კვინიკაძე, ვაკის მაჟორიტარი - ნოდარ ტურძელაძე და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია