„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ წეროვანის მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, წეროვანის დევნილთა დასახლებას ქვეყნის საამაყო სპორტსმენებთან და უკვე „ქართული ოცნების“ ახალ წევრებთან ლაშა ტალახაძესთან, გენო პეტრიაშვილთან და ზაზა ნადირაძესთან ერთად ესტუმრა. ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. ასევე, დიმიტრი ხუნდაძემ ამომრჩეველთან შეაჯამა წეროვანში აქამდე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ასევე, ისაუბრა სამთავრობო გუნდის პოლიტიკურ მიმართულებაზეც.

„ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ „ქართული ოცნების“ მთელი გუნდი იქნება გარანტი იმისა, რომ უზრუნველყოფილი იქნას მშვიდობა და ქვეყნის სტაბილური განვითარება!“, -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა