ირაკლი ფავლენიშვილი - საქართველოში არეულობის მთავარი მიზეზი არის ის, რომ 20-პროცენტიანი პოლიტიკური ძალა ცდილობს, ხელისუფლებაში დარჩეს

„საქართველოში არეულობის მთავარი მიზეზი არის ის, რომ 20-პროცენტიანი პოლიტიკური ძალა ცდილობს, ხელისუფლებაში დარჩეს, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა გარე ჩარევებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

ფავლენიშვილის თქმით, ეს არის მიზეზი, რომ შეიძლება დესტრუქციული პროცესები მოხდეს.

„ოპოზიცია ბოლომდე პასუხისმგებლობით ეკიდებოდა საქმეს, არასდროს გვინდოდა პოლიტიკური პროცესების გამწვავება და კანონის ჩარჩოებიდან გასვლა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც 20 - პროცენტიანი პოლიტიკური ძალა ცდილობს, ძალაუფლება შეინარჩუნოს, ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების კუთხით ძალიან სერიოზულ გამოწვევას უკავშირდება“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა