2024-2025 სასწავლო წლის „ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა" დაიწყო

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) „ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა“ ოფიციალურად გაიხსნა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ მესამე ნაკადის მსმენელებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.

„2024-2025 სასწავლო წლის „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა“ 5-თვიანია და მასში მონაწილეობენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, მათ შორის, თავდაცვის ძალების ოფიცრები, თავდაცვის უწყების სამოქალაქო ოფისისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები. სასწავლო პროგრამას, ასევე გაივლიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის - „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა საჯარო მმართველობაში“ სტუდენტები.

სასწავლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს სტრატეგიული დონის სამხედრო და სამოქალაქო ლიდერები, რომლებიც შეძლებენ სტრატეგიულ დონეზე კოორდინირებულ თანამშრომლობას, შიდა და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოს შეფასებასა და კრიზისების მართვის პროცესში ეფექტიან მონაწილეობას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს