თამარ კორძაია - ლავროვი თავისი განცხადებით ადასტურებს იმას, რომ შეხმატკბილებით მუშაობს „ქართულ ოცნებასთან“

„ქართული ოცნება“ აგრძელებს ყალბი დილემებით საზოგადოების წინაშე წარდგომას და რა თქმა უნდა, ზიზღის, სიძულვილის და მტრობის გაღვივებას, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“, ქვეყნის აღმშენებლობის განვითარების თვალსაზრისით, არცერთი დაპირება არ აქვს.

„ქართული ოცნება“ აგრძელებს ყალბი დილემებით საზოგადოების წინაშე წარდგომას და რა თქმა უნდა, ზიზღის, სიძულვილის და მტრობის გაღვივებას. იმიტომ რომ არცერთი დაპირება არ აქვს ქვეყნის აღმშენებლობის განვითარების თვალსაზრისით. მხოლოდ განადგურებას ჰპირდება საქართველოს მოქალაქეებს და განადგურების მომხრეები ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ არიან“, - აღნიშნა კორძაიამ.

გარდა ამისა, კორძაია გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით.

კორძაიამ აღნიშნა, რომ ლავროვი, თავისი განცხადებით ადასტურებს იმას, რომ შეხმატკბილებით მუშაობს „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან.

„ლავროვი, რა თქმა უნდა, თავისი განცხადებით ადასტურებს იმას, რომ შეხმატკბილებით მუშაობს „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან. ძალიან სამარცხვინოა „ქართული ოცნებისთვის“ ის, რომ ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას უწონებს თანამშრომლობის სურვილს ე.წ. რუსეთის მიერ აღიარებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან. ამაზე მეტი სირცხვილი, როგორ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ ჭამოს თავისი ქმედების შესაბამისად“, - განაცხადა კორძაიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება