ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელის მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაული უპასუხოდ არ დარჩება

ირანი პირობას დებს, რომ რევოლუციური გვარდიის მეთაურის მოადგილის, აბას ნილფორუშანის მკვლელობას უპასუხებს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ისრაელის მიერ ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაურის მოადგილის მკვლელობა საშინელი დანაშაული იყო, რომელიც უპასუხოდ არ დარჩება.

„ეჭვგარეშეა, რომ სიონისტური რეჟიმის (ისრაელის) მიერ ჩადენილი ეს საშინელი დანაშაული უპასუხოდ არ დარჩება“, - განაცხადა აბას არაღჩიმ.

ცნობისთვის, ბრიგადის გენერალი აბას ნილფორუშანი პარასკევს ისრაელის მიერ ბეირუთზე განხორციელებული თავდასხმის დროს დაიღუპა, რომლის დროსაც „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია მოხდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე