თამარ კორძაია აცხადებს, რომ ემიგრანტების ხმების დაცვასთან დაკავშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლო ხვალ გამოაცხადებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ბიძინა ივანიშვილის მონებით არის გატენილი. ეჭვი მაქვს, ხვალ სასამართლოშიც დადასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელ კანტორად იქცა ეს შენობა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო ამტკიცებს, რომ მათი სარჩელი უსაფუძვლო იყო და მათ საერთოდ არ ევალებათ საქართველოს მოქალაქეების, ემიგრანტების ინტერესების დაცვა.

თამარ კორძაიას განცხადებით, ემიგრანტების ხმების დაცვასთან დაკაშირებულ სარჩელზე გადაწყვეტილებას სასამართლო ხვალ გამოაცხადებს.

“ცენტრალური საარჩევნო კომისია ბიძინა ივანიშვილის მონებით არის გატენილი. ეჭვი მაქვს, ხვალ სასამართლოშიც დადასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებელ კანტორად იქცა ეს შენობა. ხვალ, 10:30-ზე გამოაცხადებენ გადაწყვეტილებას. მეორე მხარე ამტკიცებს, რომ ჩვენი სარჩელი უსაფუძვლო იყო და მათ საერთოდ არ ევალებათ საქართველოს მოქალაქეების, ემიგრანტების ინტერესების დაცვა. ეს თურმე მათი ფუნქცია არ არის. ჩვენ ვითხოვდით, რომ განკარგულება ცნონ ბათილად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაავალონ საკითხის საფუძვლიანად შესწავლა და ყველა ღონისძიების განხორციელება იმისთვის, რომ უბნები გაიხსნას. ცესკო ამბობს, რომ მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებს ვეყრდნობიო მაშინ, როდესაც ეს საკმარისი არ არის, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეები, რომელიც საკონსულოს აღრიცხვაზე არ არიან, არ კარგავენ საარჩევნო ხმის უფლებას საზღვარგარეთ. მეტიც, საერთოდ თუ არ არიან საზღვარგარეთ რეგისტრირებული, მაინც არ კარგავენ ხმის უფლებას. უბრალოდ, საქმე იმაშია, რომ არ უნდათ კონსტიტუციის და კანონის დაცვა, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილისგან აქვთ ასეთი დავალება მიღებული“, - აღნიშნა კორძაიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია