დიმიტრი პესკოვი - დასავლეთი აიძულებს რუსეთს, მზად იყოს ბირთვული დოქტრინის დებულებების განსახორციელებლად

დასავლეთის მზარდი ჩართულობა უკრაინის კონფლიქტში რუსეთისგან განახლებული ბირთვული დოქტრინის დებულებების განხორციელებისთვის მზადყოფნას მოითხოვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„დასავლეთის მზარდი ჩართულობის ფონზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, მზად უნდა ვიყოთ მათ განსახორციელებლად“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ამ დებულებების ამოქმედების კონკრეტული მიზეზების დადგენა რუსი სამხედროების კომპეტენციაშია.

„ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალყურს, თუ რომელი იარაღი გამოიყენება და როგორ. სწორედ ისინი აფიქსირებენ კოლექტიური დასავლეთის ქვეყნების უშუალო ჩართულობას უკრაინის კონფლიქტში და ყურადღებას არ მოადუნებენ“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები შეიტანა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას იტოვებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთსა და ბელარუსს „კრიტიკული საფრთხე“ მოწინააღმდეგის მიერ ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებითაც შეექმნებათ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!