ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი - სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ უცვლელი რჩება - ჩვენ გამოვდივართ აღიარებული სახელმწიფოს არსებული სტატუსიდან

სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია 2008 წლის აგვისტოს შემდეგ უცვლელი რჩება, მინისტრმა ლავროვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ამას ხაზი, - ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ასხარ ჯიოევი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველო „მეზობელ ქვეყნებთან“ - სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან შეარიგოს.

„ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, შერიგების შესახებ ქართველო ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა, რომ „ეს თავად ქვეყნების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - გადასაწყვეტია“, - აღნიშნა ჯიოევმა.

მისი მტკიცებით, „რუსი პარტნიორები“ ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუწყონ მოლაპარაკებების პროცესს ჟენევის დისკუსიების ფორმატში და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმებების მიღწევას, მათ შორის, ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის კუთხით.

„ფაქტობრივად, მინისტრმა ლავროვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამას“, - განაცხადა ჯიოევმა.

მისი თქმით, რაც შეეხება მომავალში „საქართველოსთან ურთიერთობის დამყარების“ შესაძლებლობას, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ პოზიცია ცნობილია და არაერთხელ გაჟღერებულა.

„ჩვენ გამოვდივართ აღიარებული სახელმწიფოს არსებული სტატუსიდან“, - აღნიშნა ე.წ. მინისტრმა.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას