ლევან სანიკიძე - ივანიშვილის ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაკეთებული მოღალატეობრივი განცხადებები მავალდებულებს ღიად ჩავერთო ქართულ პოლიტიკაში

ივანიშვილის ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაკეთებული მოღალატეობრივი განცხადებები მავალდებულებს ღიად და საჯაროდ ჩავერთო ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის პრესსპიკერად დასახელებისთვის.

“მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარეს ქალბატონ თინა ბოკუჩავას, ჩემს ახლო მეგობარს იმ დიდი შესაძლებლობისა და გამოწვევისთვის, რომლის შესახებაც დღეს თქვენთვის გახდა ცნობილი. ჩემი მოტივაცია განისაზღვრა ჩვენი მომავლის საკითხით - დარჩება თუ გაქრება ქართული სახელმწიფო და რა როლი უნდა შევასრულოთ ამ საქმეში დამოუკიდებელ, თავისუფალ, ევროპულ საქართველოში დაბადებულმა ახალმა ქართულმა თაობამ. ის, რომ „ქართული ოცნება“ მოღალატეობრივი პოლიტიკური ორგანიზაციაა ჩვენი ამომრჩევლის, მოსახლეობის, ჩვენი ქვეყნის შვილების უმრავლესობამ დიდი ხნის წინ გაიგო, მაგრამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ივანიშვილის მიერ გაკეთებული მოღალატეობრივი განცხადებები მე მავალდებულებს ღიად და საჯაროდ ჩავერთო ქართულ პოლიტიკაში“ , - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია