ციციშვილის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პირველ კვარტალში, ციციშვილის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდა.

"გასულ 2023 წელს დასრულდა პირველი ეტაპის სამუშაოები, ხოლო მიმდინარე წელს სრულად რეაბილიტირდა პარკი, რომლის საერთო ფართობი 24 600 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო 3 საბავშვო მოედანი, 2 სავარჯიშო სივრცე, სრულიად განახლდა საფეხბურთო მოედანი, შეიცვალა კალათბურთის მოედნის ფურნიტურა, მოეწყო 6 ფანჩატური, 5 ორდონიანი სასმელი წყლის სოკო, განთავსდა ახალი სკამები და ურნები. ასევე, მოეწყო გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები.

პარკში ჩატარდა გამწვანების მასშტაბური სამუშაოები: მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო 4 563 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი, 14 653 კვ. მ ფართობზე დაითესა ბალახის საფარი", - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე