კახა კალაძე - არ მაინტერესებს სალომე ზურაბიშვილი რას ფიქრობს, ადამიანი, რომელიც ქვეყნის მტერია - ასეთი თაღლითი როგორ ხარ ადამიანი, რომ ქვეყანას აზიანებ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ როგორმე საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯი დააზიანოს.

მან მედიასთან სალომე ზურაბიშვილის მიერ 30 სექტემბერს ბერლინში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან დაგეგმილი შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები მოღალატეობრივია.

„როგორ შეიძლება იმ ადამიანის ვიზიტი შეაფასო, რომელიც კონსტიტუციის პირველი დამრღვევია და ამ დროს კონსტიტუციას პირველი უნდა იცავდეს. მისი ეს დამოკიდებულება სახელმწიფოს, ქართველი ხალხის მიმართ, ცხადია. ქმედებებით და გაკეთებული განცხადებებით, ეს არის ადამიანი, რომელიც პირდაპირ საუბრობდა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ როგორმე ქვეყნის იმიჯი დააზიანოს“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა სალომე ზურაბიშვილს „თაღლითი“ უწოდა, რომელიც მისი შეფასებით, ქვეყანას აზიანებს.

„საერთოდ არ მაინტერესებს სალომე ზურაბიშვილი რას ფიქრობს, ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის მტერი არის. მისი ქმედებებიდან გამომდინარე, არის მოღალატეობრივი. ადამიანი, რომელიც პრეზიდენტად წოდებულია დადიოდა და საუბრობდა საერთაშორისო არენაზე, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. საერთოდ, რაზეა საუბარი? მე შეიძლება უთანხმოება მქონდეს მთავრობასთან, შეიძლება ვიღაც არ მოგწონდეს, ქვეყანას რატომ აზიანებ? ასეთი თაღლითი როგორ ხარ ადამიანი, რომ ქვეყანას აზიანებ. წარმოუდგენელია, უბრალოდ გაუგებარია ეს დამოკიდებულება“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში გაემგზავრება.

როგორც გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ x-ზე წერს, 30 სექტემბერს, ბერლინში, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება