მედია - ისრაელ კაცმა 25-ზე მეტ კოლეგას განუცხადა, რომ ისრაელი არ დათანხმდება ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას რიგი პირობების შესრულების გარეშე

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა 25-ზე მეტ კოლეგას გადასცა შეტყობინება, რომ ისრაელი არ დათანხმდება ლიბანში ცეცხლის შეწყვეტას გარკვეული პირობების შესრულების გარეშე, - ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი Kan-ი ავრცელებს.

ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც შეტყობინება მიიღეს, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, იტალია და კანადა არიან. ამასთან, იგივე შეტყობინება მიიღეს პოტენციური ზავის მოლაპარაკებებში მონაწილე მინისტრებსაც.

ისრაელის კაცი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის ერთადერთი მისაღები სიტუაცია იქნება „ჰეზბოლას“ განდევნა ისრაელის საზღვრიდან და მისი განიარაღებულ მდგომარეობაში მდინარე ლიტანის ჩრდილოეთით დარჩენა.

„მხოლოდ გაერო-ს უშიშროების საბჭოს ყველა რეზოლუციის სრული შესრულება ლიბანთან დაკავშირებით გამოიწვევს ცეცხლის შეწყვეტას. სანამ ეს არ მოხდება, ისრაელი გააგრძელებს ქმედებებს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების და ჩრდილოეთის მაცხოვრებლების საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად“, - აცხადებს კაცი.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე