ირაკლი ქარსელაძე - ქალაქ ახალციხეს თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სპორტკომპლექსი ექნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ქალაქ ახალციხის სპორტკომპლექსის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერისთვის.

როგორც მან ქალაქ ახალციხეში სპორტკომპლექსის სამშენებლო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ აღნიშნა, ეს ახალციხის ისტორიაში პირველი სპორტკომპლექსი იქნება, რომელშიც განთავსდება 2 საცურაო აუზი.

მისივე განმარტებით, აუზი განკუთვნილია, როგორც სინქრონული ცურვისთვის, ასევე წყალბურთის მოედნისთვის. გარდა ამისა, მოზარდებისთვის და ბავშვებისთვის მცირე აუზიც შენდება.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, სპორტკომპლექსის სამშენებლო სამუშაოების 90% დასრულებულია, მიმდინარეობს საინჟინრო ქსელების გამართვა და მონტაჟი. წლის ბოლოს სპორტკომპლექსი გადავა სატესტო რეჟიმზე და მზად იქნება შემდგომი ექსპლუატაციისთვის.

„მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კომპლექსი ხელს შეუწყობს სხვადასხვა სპორტული სახეობების განვითარებას. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დარბაზებში შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო ტურნირების გამართვა“, -აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

სპორტული კომპლექსის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ქალაქ ახალციხეში თანამედროვე სტანდარტის სპორტული კომპლექსის მშენებლობა გრძელდება. ახალი სპორტული კომპლექსი მოიცავს დიდ და მცირე საცურაო აუზებს, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზებს. თითოეულ დარბაზსა და აუზს აქვს საკუთარი გასახდელები და საშხაპეები. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს სივრცეებს ღია კაფესა და სპორტული ინვენტარის მცირე მაღაზიისთვის. სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ავტოსადგომი. სპორტული კომპლექსი სრულად იქნება ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია