გიორგი ვაშაძე - ჩვენ არასოდეს მოვიხდით ბოდიშს თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის - 26 ოქტომბრის არჩევნები ბოლო შანსია, საქართველო იყოს დამოუკიდებელი

ბიძინა და მისი კლანი ქვეყნის ღირსებას საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყიდიან, - ასე ეხმაურება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას.

მისივე თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნის გადარჩენისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნების ბოლო შანსია.

“ბიძინა და მისი კლანი ქვეყნის ღირსებას საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყიდიან. ჩვენ არასოდეს მოვიხდით ბოდიშს თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულისთვის. ხელისუფლება, რომელიც დღითიდღე სულ უფრო იშლება, გვპირდება მხოლოდ სიღარიბეს და იზოლაციას. სწორედ ამიტომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის ბოლო შანსი, საქართველო დამოუკიდებელი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა იყოს, სადაც ევროპული სიკეთეები აისახება თითოეულ ქართულ ოჯახზე.

როცა ერთად ვართ, ვიმარჯვებთ!“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის მერი, კახა კალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. კალაძის თქმით, ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მაგალითად საქართველოს ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს