საია წინასაარჩევნო კამპანიისას დაფიქსირებულ 9 ინციდენტს, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობად, სხვისი ნივთის დაზიანებად და კამპანიაში ხელშეშლის შემთხვევებად აფასებს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიების მონიტორინგის პერიოდში ორგანიზაციამ 9 ინციდენტი შეაფასა, რომელიც ძალადობის, სიტყვიერი დაპირისპირების და კამპანიაში ხელშეშლის ფაქტებს მოიცავს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც ქურდოვანიძემ განმარტა, მათ მიერ იდენტიფიცირებული შემთხვევებიდან 4 წარმოადგენს, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობას; 2 - სხვისი ნივთის სავარაუდო დაზიანებას; 3 კი, კამპანიაში/აქტივიზმში სავარაუდო ხელშეშლას.

მისივე განცხადებით, აღნიშნული შემთხვევებიდან 6 განხორციელდა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის წინააღმდეგ; 2 – მმართველი პარტიის წარმომადგენლის, ხოლო 1 - პლატფორმა „აირჩიე ევროპის“ წინააღმდეგ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია („საია“) განაგრძობს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას. წინასაარჩევნო პერიოდის დაწყებასთან ერთად მოიმატა ძალადობის, სიტყვიერი დაპირისპირების და კამპანიაში ხელშეშლის ფაქტებმა.

სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ძალადობრივი ქმედებები საია-მ რამდენიმე რეგიონში გამოავლინა. ორგანიზაციის მიერ დამუშავებული ფაქტები მოიცავს როგორც ფიზიკური ძალადობის, ასევე სხვისი ნივთის დაზიანების, კამპანიისთვის ხელშეშლის და სხვა სავარაუდო დანაშაულის შემცველ ინციდენტებს. სამართლიანი და თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად არსებითად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ ამომრჩევლებთან შეხვედრისა და საკუთარი აქტივობების მშვიდ და არაძალადობრივ გარემოში წარმართვის შესაძლებლობა, ასევე ფიზიკური უსაფრთხოების განცდა.

საია-მ მონიტორინგის ფარგლებში 9 ინციდენტი შეაფასა. იდენტიფიცირებული შემთხვევებიდან: 4 წარმოადგენს სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობას; 2 - სხვისი ნივთის სავარაუდო დაზიანებას; 3 - კამპანიაში/აქტივიზმში სავარაუდო ხელშეშლას. იდენტიფიცირებული შემთხვევებიდან 6 განხორციელდა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის წინააღმდეგ; 2 – „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ხოლო 1 - პლატფორმა „აირჩიე ევროპის“ წინააღმდეგ.

მნიშვნელოვანია, რომ დროულად და ეფექტიანად მოხდეს სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების გამოძიება. გაჭიანურებული გამოძიება გააუარესებს საარჩევნო გარემოს. ამიტომ, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, რომ ყველა ის ფაქტი გამოიძიონ, რომელიც სავარაუდოდ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს. თუმცა, ამ დროისათვის უმეტეს შემთხვევებზე პასუხი არ არის გაცემული. ამიტომ, მნიშვნელოვანია საგამოძიებო ორგანოებმა თვითონვე, თავიანთი ინიციატივით უზრუნველყონ საზოგადოებას პერიოდული ინფორმირება ამ ფაქტებზე გამოძიების მიმდინარეობის პროგრესის შესახებ“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

ანგარიში დეტალურად იხილეთ ბმულზე.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი