პაატა მანჯგალაძე - „ოცნების“ ლიდერების განცხადებები საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის - ისინი მზად არიან, ძალაუფლების სანაცვლოდ უღალატონ ქვეყანას

რუსები მოლაპარაკებების წინაპირობად აცხადებენ ჩვენი მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების სუვერენულად აღიარებას, რაც არის ფოჩიანი კანფეტი საქართველოსთვის - ისინი გვეუბნებიან, რომ ჯერ აღიარეთ, რომ ჩვენია და მერე დაგიბრუნებთ უკან და ვის სჯერა ამ ზღაპრის, არ ვიცი, - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, სამშობლოს სიყვარულის გამო ბოდიშის მტერთან მოხდა წარმოუდგენელია.

“პირველი, ჩვენი პოზიციაა, რომ სამშობლოს სიყვარულის გამო და თავისუფლების გამო ბოდიშს არავის არ მოვუხდით. რაც შეეხება ლავროვს, რუსებს პოზიცია გაცხადებული აქვთ. მოლაპარაკებების წინაპირობად აცხადებენ ჩვენი მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების სუვერენულად აღიარებას, რაც არის ფოჩიანი კანფეტი საქართველოსთვის. ისინი გვეუბნებიან, რომ ჯერ აღიარეთ, რომ ჩვენია და მერე დაგიბრუნებთ უკან და ვის სჯერა ამ ზღაპრის, არ ვიცი,” - განაცხადა მანჯგალაძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერები ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მზად არიან, რუსეთთან ყველანაირ დათმობაზე წავიდნენ, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატია.

„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები საზიანოა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ისინი ძალაუფლების შენარჩუნებისთვისა და ქონების დაგროვებისთვის, მზად არიან, უღალატონ ქვეყანას. პირდაპირ ვამბობ, ისინი მზად არიან ყველანაირ დათმობაზე წავიდნენ რუსეთთან, ოღონდ შეინარჩუნონ ძალაუფლება, რაც არის საქართველოს ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატი. ის, რომ თურმე ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ საქართველოს სიყვარულის გამო და ამის მერე ვიღაც დაგვირიგებს რაღაცას, ეს არის ფოჩიანი კანფეტი, რომელსაც არავინ შეჭამს,” - განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. მისი თქმით, რუსეთი მზად არის დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით. „საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა უბრალოდ გულწრფელად აფასებს წარსულს, მათ თქვეს, რომ „ჩვენ გვინდა ისტორიული შერიგება“ და რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს შერიგება, თავად "ქვეყნებმა" უნდა გადაწყვიტონ: აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმაც. ისინი საქართველოს მეზობლები არიან და გარკვეული კონტაქტები მაინც გარდაუვალია, თუკი ყველა მხრიდან იქნება ინტერესი ამ ურთიერთობების ნორმალიზების თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით, ჩვენ, მხარეების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვიქნებით დახმარებისთვის“, - აღნიშნა ლავროვმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი