„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს „ქართული ოცნების“ მიღწევებზე, ასევე, „აღინიშნა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მიზნით ქვეყნის გარედან სერიოზული ზეწოლა ხორციელდება მმართველ გუნდზე, რომელმაც ამის მიუხედავად შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“.

„ასევე ითქვა, რომ თუ მოსახლეობას სურს მშვიდობის შენარჩუნება, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა სწორედ „ქართულ ოცნებას“ უნდა მისცენ.

შეხვედრას პარლამენტის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ლევან მაჭავარიანი და ირაკლი კირცხალია, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში გიორგი დოხტურიშვილი, თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი რევაზ სოხაძე და სამგორის რაიონული საარჩევნო შტაბის უფროსი რევაზ სოხაძე ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება