ანდრეი სიბიგა უნგრეთში პიტერ სიიარტოს შეხვდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა დღეს ბუდაპეშტს ეწვევა და თავის უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან მოლაპარაკებებს გამართავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრები სხვადასხვა საკითხს განიხილავენ, მათ შორის უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და უკრაინის „მშვიდობის ფორმულას“.

„განხილვის ძირითადი თემები იქნება კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება, ერთობლივი პროექტების განხორციელება, კერძოდ ეკონომიკის, სასაზღვრო ინფრასტრუქტურის, ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის სფეროებში, პროგრესი უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით. „მშვიდობის ფორმულა“, როგორც გზა რუსეთის აგრესიის სამართლიანი დასასრულისკენ“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს