კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ყველა დროში, ნაძირლები ცდილობენ, თავიანთი ამაზრზენი ნაბიჯები შეფუთონ რელიგიის, მორალისა და პატრიოტიზმის სახელით. ეს სიტყვები გერმანელ პოეტსა და მოაზროვნეს, ჰაინრიხ ჰაინეს ეკუთვნის და ვინმეს ხომ არ გაგონებთ? ჩემი აზრით, ზედგამოჭრილია „არშემდგარ ოცნებაზე“. ამიტომ, როცა მესმის, რომ თბილისში და სხვა მსხვილ ქალაქებში „ოცნებას“ ამომრჩევლის 21 % უჭერს მხარს და რეგიონებში მეტიც კი, ძალიან მიკვირს, მაგრამ მახსენდება უფასო ფული, გაზი, ბენზინი, ივანიშვილის პირადი ფინანსური სახსრების 90%-ის ხალხისთვის მოხმარება (არადა, მისი 7,5 მილიარდიდან თეთრიც არავის უნახავს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, მომავალში ეს დაპირება მშვიდობიანად შევასრულებინოთ), 2017 წელს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, 2020 წლის გამარჯვება „დაუბრუნებელი გარეჯით“, წყალტუბო, ანაკლია, როგორც პორტი, ისე კურორტი და სხვა ათიათასობით წვრილი თუ მსხვილი ტყუილი.

12-წლიანი სიცრუისა და იმედგაცრუების ფონზე, როგორ შეიძლება, 30%-მდე მხარდაჭერა ჰქონდეს „ოცნებას“?! როგორ და: 1. ხალხის ნაწილი ისევ ტყუვდება. 2. ნაწილი თავს იტყუებს, პირადი სარგებლის გამო. აი ეს მეორე ნაწილი მოღალატე ხალხია, რადგან შაურად ყიდიან სამშობლოს. ზუსტად მათზე საუბრობს ჰაინრიხ ჰაინეც.

რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ მომავალს, პოლიტიკაში მოვედი როგორც დამოუკიდებელი ფიგურა, ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რაც სწორად მიმაჩნდა ქვეყნისთვის და ვთანამშრომლობდი ისეთ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც იმ მოცემულობაში, გარკვეულ სტრატეგიულ საკითხებზე ჩემი მოკავშირეები იყვნენ. ასე ვაგრძელებ ახლაც. ყველა გამოკითხვით, ჩვენს ერს სურს, გახდეს ევროპის ნაწილი, ამიტომ ვაგრძელებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას იმ პლატფორმიდან, რომელიც ამ საქმეს საუკეთესოდ მოემსახერება.

თავად ავირჩიე პოლიტიკური პარტიაც და საარჩევნო ნომერიც სიაში. მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც მე მიცნობს და ვისაც წლებია წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტში, მხარი დამიჭიროს არამარტო მე, არამედ ოპოზიციას და ამით მთელს ქვეყანას, რათა ერთად განვავითაროთ და წინ, ევროპაში წავიყვანოთ საქართველო.

დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური პარტიების კოალიცია გაიმარჯვებს მშვიდობიანად, ღირსებით და გვეყოლება ახალი, პროდასავლური და პროგრესული ხელისუფლება!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის