ტოიოტა კავკასიამ ავჭალის საწყობის ტერიტორია მზის პანელებით აღჭურვა
  1. სექტემბერი, ნულოვანი ემისიის თვეა. ეს თარიღი 2008 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია შეგვახსენოს ის ეკოლოგიური გამოწვევები, რომელსაც ნახშირორჟანგის გამოყოფა იწვევს.

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელი - „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ გარემოსდაცვითი მიმართულებით გამოკვეთილი ლიდერია. “ტოიოტამ” ურთულესი გამოწვევები დაისახა მიზნად, რომელთა შესრულებას 2050 წლამდე გეგმავს.

“ტოიოტა” დაუღალავად მუშაობს 21-ე საუკუნის ინოვაციური, მძლავრი და ეკონომიური სამოდელო ხაზის შექმნაზე, რომელსაც CO გამოყოფის იმდენად დაბალი მაჩვენებელი ექნება, რომ გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას მოახდენს.

ამ სტრატეგიის ფარგლებში, ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული გარემოზე მოქმედი ყველა ფაქტორი (ელექტროენერგიის დამატებითი რესურსებისა და კონკრეტული რეგიონის ინფრასტრუქტურის ჩათვლით). სწორედ ამიტომ, ჰიბრიდული ტექნოლოგიების პიონერად ცნობილი „ტოიოტა“ მომხმარებელს ეტაპობრივად სთავაზობს იმ პროდუქტებს, რომელიც საუკეთესოდ მოერგება კონკრეტულ რეგიონსა და ინფრასტრუქურას და ამავდროულად, მაქსიმალურად უზრუნველყოფს გარემოს დამაზიანებელი ფაქტორების შემცირებას.

“ნულს მიღმა” ტოიოტას პროექტია, რომელიც მიზნად ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის განვითარებას გულისხმობს. იაპონური ბრენდი 2025 წლისთვის გეგმავს, რომ ევროპაში მისი სატრანსპორტო საშუალებების 70% ჰიბრიდული, 10% დამუხტვადი ჰიბრიდი და 10%-იც ნულოვანი გამონაბლოქვის მქონე ავტომობილები იყოს.

საზოგადების ვალია, რომ მომავალ თაობებს უკეთესი საცოხვრებელი პირობები შეუქმნას. ეს პასუხისმგებლობა, როგორც უშუალოდ ადამიანებს, კომპანიებსაც ეხებათ. შესაბამისად ტოიოტას მიზანია გააუმჯობესოს ეკოლოგიური პირობები დედამიწაზე.

2015 წლიდან „ტოიოტა კავკასია“-ში დანერგილია და ფუნქციონირებს გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტის ISO 14001:2015 მოთხოვნებთან. წინამდებარე ეკოლოგიური პოლიტიკა წარმოადგენს აღნიშნული სისტემის საბაზისო დოკუმენტს და მიმართულია მისი მუდმივი სრულყოფისაკენ.

2024 წლის აგვისტოდან კი, თბილისში, კერძოდ კი ავჭალაში მდებარე “ტოიოტა კავკასიის“ საწყობის შენობა აღიჭურვა მზის პანელებით და 368 კვტ სიმძლავრის ელექტროენერგიის გამომუშავება უკვე დაწყებულია. ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი ტოიოტას მოგზაურობაში მდგრადობისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისაკენ.

“მზის პანელების საშუალებით, ჩვენს ობიექტს ახლა უკვე აქვს შესაძლებლობა გამოიმუშაოს საკუთარი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საკმარისი ენერგია, რაც არა მხოლოდ აძლიერებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირბადის გამოყოფის შემცირებაში. ეს ინიციატივა სრულყოფილად ემთხვევა ჩვენი ორგანიზაციის მიმდინარე დაპირებას - შემცირდეს ჩვენი მუშაობის შედეგად გარემოზე ზემოქმედება, და ამავდროულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს CO2-ის გამოყოფის შემცირებაში.

მოდით ერთად გავაგრძელოთ მუშაობა, რათა ჩვენი პლანეტა უკეთესი ადგილი გახდეს” - აცხადებენ ტოიოტა კავკასიაში.

(R)

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ