იოავ გალანტი სახმელეთო ჯარებს - ჩვენი მისიის შესასრულებლად გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, მათ შორის თქვენც

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა ქვეყნის ჩრდილოეთში მყოფ ჯარებს განუცხადა, რომ თავდაცვის ძალების მისია ლიბანის მხრიდან სარაკეტო დარტყმების გამო ჩრდილოეთიდან იძულებით გადაადგილებული ისრაელელების თავიანთ სახლებში დაბრუნებაა.

„ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ყველა შესაძლებლობას, მათ შორის თქვენც“, - მიმართა გალატნმა ჯარისკაცებს.

დასავლური მედიის შეფასებით, იოავ გალანტმა, როგორც ჩანს, მიანიშნა, რომ ისრაელი ლიბანში სახმელეთო შეჭრას გეგმავს.

„ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ და განვათავსებთ ყველაფერს, რაც საჭიროა - თქვენ, სხვა ძალებს ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობა „ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ყველაფერი არ არის“.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია