გიორგი გახარია - რასთან გვაქვს საქმე? - მეგობრულ გაუგებრობასთან - ასე შევთანხმდეთ, როდესაც მიხეილ დაუშვილზე მეკითხებით

რასთან გვაქვს საქმე? მეგობრულ გაუგებრობასთან, ასე შევთანხმდეთ, როდესაც დაუშვილზე მეკითხებით, - ასე უპასუხა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ ვერ მოხვდა საარჩევნო სიაში მიხეილ დაუშვილი.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ამ კითხვას მიხეილ დაუშვილმაც და თვითონაც ბევრჯერ უპასუხეს.

„მიხეილ დაუშვილი არის გვერდით ოთახში, შრომობს, მუშაობს, იქნება პოლიტიკაში და იბრძოლებს იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ გადავიდეს ოპოზიციაში და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდეს. რასთან გვაქვს საქმე? მეგობრულ გაუგებრობასთან, ასე შევთანხმდეთ, როდესაც დაუშვილზე მეკითხებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან ასევე განმარტა, თუ რას გულისხმობს „მეგობრულ გაუგებრობაში“.

„იმას, [ვგულისხმობ], რომ მე ძალიან მინდოდა, დღესაც მინდა, რომ მიშა დაუშვილი საქართველოს პარლამენტში ყოფილიყო იმიტომ, რომ მიშა არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პარლამენტარი თავისი ბევრი თვისებით. მისი სურვილი იყო, რომ არ ყოფილიყო საქართველოს პარლამენტში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება მის მიერ გასულ კვირას, სიის წარდგენისას გაკეთებულ განცხადებას, რომ „სიაში დაუშვილის სახელი და გვარი გამორჩა“, გახარიამ დღეს ჟურნალისტის კითხვას შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „არა, არ გამომრჩა“.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს