„ნიუ ჰოსპიტალსის“ გუნდს გიორგი გოგინაშვილი შეუერთდა

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ენდოსკოპიის ცენტრს ენდოსკოპიის სპეციალისტი და ზოგადი ქირურგი, გიორგი გოგინაშვილი შეუერთდა.

გიორგი გოგინაშვილს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება გააჩნია და მისი სპეციალიზაცია ენდოსკოპიურ პროცედურებსა და ზოგად ქირურგიას მოიცავს. პროფესიული განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და კიევის, პ.ლ. შუპიკის ნაციონალურ სამედიცინო აკადემიაში. ენდოსკოპისტი ფლობს არაერთ სერტიფიკატს ენდოსკოპიის, ზოგადი ქირურგიისა და ბავშვთა ქირურგიის მიმართულებით.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ენდოსკოპიის ცენტრი აღჭურვილია უახლესი ენდოსკოპიური აპარატურით და პაციენტებს სთავაზობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და საჭმლის მომნელებელი სისტემის გამოკვლევებსა და სამკურნალო პროცედურებს, რაც თანამედროვე მიდგომებით საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ხორციელდება. კლინიკაში ხელმისაწვდომი პროცედურები მოიცავს სხვადასხვა ენდოსკოპიურ გამოკვლევებს, როგორიც არის გასტროსკოპია, კოლონოსკოპია და საჭმლის მომნელებელი სისტემის გამოკვლევა ენდოკაფსულით, რაც საუკეთესო შესაძლებლობაა კუჭ-ნაწლავის სისტემის რთულად გამოსაკვლევი არეების შესასწავლად.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს