„ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე ექადიისა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ქალაქ ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნება“ ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, ამჯერად ექადიისა და ანასეულის მოსახლეობას შეხვდა.

მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრებზე ვასილ ჩიგოგიძემ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვების მნიშვნელობაზე, მისი მაჟორიტარობის პერიოდში გაწეულ სამუშაოსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტად კვლავ რჩება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა. მჯერა, 26 ოქტომბერს თქვენთან ერთად გავიმარჯვებთ და მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით განვაგრძობთ ოზურგეთის უფრო მეტ განვითარებას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას! მადლობას გიხდით ნდობისთვის და ძლიერი მხარდაჭერისთვის!“, - მიმართა „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატმა მოსახლეობას.

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, დავით დარჩიას თქმით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ოზურგეთში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება. მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მუნიციპალიტეტის უფრო მეტი განახლება მისი გუნდისთვის პრიორიტეტია.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ოზურგეთის მერის მოადგილე "ქართული ოცნების" გურიის ქალთა ორგანიზაციის რეგიონალური საბჭოს ხელმძღვანელი - ნათია გოლიაძე, მერის მოადგილე პარტიის გურიის რეგიონული კოორდინატორი - გიორგი ღურჯუმელიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და საკრებულოს წევრები.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს