საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა  ზუგდიდში ჟიული შარტავას ბიუსტის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა ზუგდიდში ჟიული შარტავას ბიუსტის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„32 წელი შესრულდა ჟიული შარტავას ბოლო სექტემბრიდან. „მე ისეთი დამოუკიდებელი საქართველოს მომხრე ვარ, სადაც იქნება მაღალი პოლიტიკური კულტურა, ჭეშმარიტი ტოლერანტობა და ჭეშმარიტი დემოკრატია“, - ამ სიტყვების ავტორმა, რომლის კარიერა კომკავშირიდან დაიწყო, დამოუკიდებელ საქართველოში მხოლოდ ორიოდე წელი იცხოვრა. ძალიან რთულია ემოციების გარეშე ისაუბრო ადამიანზე, რომელმაც თავისი ცხოვრების ერთი, მნიშვნელოვანი ეტაპი განვლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კედლებში. ჩვენ, მის კოლეგებსა და მეგობრებს, საბედნიეროდ, გვაქვს საშუალება მომავალ თაობებს მოვუყვეთ ადამიანის შესახებ, რომელმაც სიცოცხლე დაუნანებლად მიიტანა სამშობლოს სამსხვერპლოზე, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ ზუგდიდში, ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტის გახსნაზე.

სტუ-ის ცნობით, დღეს, ზუგდიდში ჟიული შარტავას ბიუსტის გახსნის ცერემონიას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ესწრებოდა. პროფესორ ზურაბ გუდავაძის თქმით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ჟიული შარტავა სწავლობდა და მოღვაწეობდა, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის ეროვნული გმირის სახელი სამარადჟამოდაა უკვდავყოფილი.

„ჟიული შარტავა პირველი პირი იყო და შეეძლო თავი დაეხსნა, მაგრამ ეს არ გააკეთა, რითაც თაობებს მისცა მაგალითი თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულისა, მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ემსახურო სამშობლოს და როგორი უნდა იყოს პატრიოტი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეროვნული გმირის სახელს ერთ-ერთი ულტრათანამედროვე ლაბორატორიული კომპლექსი ატარებს, სადაც სტუდენტები და მომავალი მეცნიერები კვლევებს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ატარებენ. დღეს, ზუგდიდში გაიხსნა ეროვნული გმირის ბიუსტი. სიმბოლურია, რომ ბატონი ჟიულის 32-ე ჩამქრალი სექტემბრის აღსანიშნად, ბაბუის ბიუსტი შვილიშვილმა, ლიკა შარტავამ გახსნა. მინდა წარმატებები ვუსურვო მას”, - განაცხადა ზურაბ გუდავაძემ.

ჟიული შარტავა 1985-1986 წლებში რუსთავის საქალაქო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, 1993 წლის 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს სეპარატისტებმა დახვრიტეს. 2004 წელს ჟიული შარტავას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი