ნათია მეზვრიშვილი - „ოცნება“ ცდილობს, ნიადაგი მოამზადოს სადამკვირვებლო მისიების შეფასებების არაღიარებისთვის

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბოლო დროინდელი ბრიფინგებით ცხადი ხდება, რომ „ოცნება“ ცდილობს ნიადაგი მოამზადოს სადამკვირვებლო მისიების შეფასებების არაღიარებისთვის, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამავე მიზნით, „ოცნება“ ცდილობს დასავლეთი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულოს.

„პარლამენტის თავმჯდომარის - შალვა პაპუაშვილის ბოლო დროინდელი ბრიფინგებით ცხადი ხდება, რომ „ოცნება“ ცდილობს ნიადაგი მოამზადოს სადამკვირვებლო მისიების შეფასებების არაღიარებისთვის.

ამ მიზნით „ოცნება“ ინტენსიურად და სისტემურად, სხვადასხვა პოლიტიკური თუ სამართლებრივი მექანიზმით, თავს ესხმის ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს და ცდილობს მათ წარმოჩენას დაინტერესებულ მხარედ, რათა მათი დასკვნების არაღიარების ხელოვნური საფუძველი შეიქმნას.

ამავე მიზნით, „ოცნება“ ცდილობს დასავლეთი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც თითოეული ჩვენგანის არჩევანს გაყალბებისგან იცავენ, არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულოს.

ამ პროცესში ხელისუფლება აქტიურად იყენებს სხვადსხვა ფსევდო-დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებას და პროპაგანდისტულ მედია საშუალებას. მისი ძირითადი საყრდენია „ოცნების“ კორუფციის მცველი: ანტიკორუფციული ბიურო და ცესკო, რომელიც სრულად „ოცნების“ პარტიული კადრებით არის დაკომპლექტებული. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ოცნება“ მისი წინასაარჩევნო დარღვევების დაფარვისთვის სახალხო დამცველის გამოყენებასაც ეცდება. სახალხო დამცველი უკვე კომუნიკაციაშია საერთაშორისო დამკვირვებლებთან და ცდილობს მათ დარწმუნებას, რომ თითქოს მშვიდი და სამართლიანი საარჩევნო გარემოა.

ხელისუფლების მიზანია, ამ გზით გადაფაროს „ოცნების“ მხრიდან განხორციელებული ის სისტემური დარღვევები - თვალთვალი, პოლიტიკური ნიშნით დევნა, ძალადობის მუქარა და ძალადობა, რაც არასამართლიან და ძალადობრივ წინასაარჩევნო გარემოს ქმნის და რასთან დაკავშირებული კონკრეტული მტკიცებულებებიც საზოგადოებას არჩევნების დაცვის ჩვენმა ჯგუფმა უკვე წარუდგინა.

არჩევნების დაცვის ჯგუფის სახელით გაცნობებთ, რომ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას არჩევნების დასაცავად. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე - მაღალი მონაწილეობა „ოცნების“ მარცხის წინაპირობაა“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს