გია ბარამიძე - საპარლამენტო სია თავიდან ბოლომდე შეთანხმებულია მიხეილ სააკაშვილთან - რა “ნაციონალური მოძრაობის” თუ სხვა პარტიის სიის ნუმერაცია,  როცა თავზე გვენგრევა ქვეყანა, ეს აინტერესებს ხალხს?

საპარლამენტო სია, აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე, შეთანხმებულია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, იმ ნორმებისა და პროცედურების დაცვით, რაც გაწერილია საქართველოს კანონმდებლობით , - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გია ბარამიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, რომელიც განასახიერებს ფულის გარშემო შემოკრებილ ადამიანებს, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი არის იდეის მსახური.

“საპარლამენტო სია, აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე, შეთანხმებულია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, იმ ნორმებისა და პროცედურების დაცვით, რაც გაწერილია საქართველოს კანონმდებლობით. ამ სიაში ვინ რომელ ადგილზეა, არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი, მეასეხარისხოვანია, რადგან საქართველო გვყავს გადასარჩენი. ამაზე ვართ კონცენტრირებული და არა იმაზე, ესა თუ ის შევა თუ არა პარლამენტში. ეს სია შედგება გამოცდილი პოლიტიკოსებისგან, ახალგაზრდა თაობისგან, რომელიც შემოგვიერთდა ამ ბოლო წლების განმავლობაში და იმ ადამიანებისგან, რომლებსაც საერთოდ ჩვენს პარტიასთან შეხებაც კი არ ჰქონდა. არიან აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც, მიხეილ სააკაშვილის აზრით, უნდა გაამდიდრონ ჩვენი გუნდი, უნდა აჩვენოს, რომ ჩვენ არ ვართ ჩაკეტილი საკუთარ ნაჭუჭში და მარტო ჩვენი გუნდის წევრებზე არ გვაქვს აქცენტი.

ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, რომელიც განასახიერებს ფულის გარშემო შემოკრებილ ადამიანებს, მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი არის იდეის მსახური, სააკაშვილი განასახიერებს ამ იდეას, რასაც ჰქვია ძლიერი საქართველო, დემოკრატიული საქართველო, ევროპული ყაიდის და გამთლიანებული საქართველო, რომელსაც იმსახურებს ჩვენი ქართველი ხალხი, რომელიც ბოდიშს არასდროს მოუხდის ჩვენს მტრებს, რომელიც არასდროს დათანხმდება რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჩვენი მეზობელი ქვეყნები და სახელმწიფოები იყვნენ და ამიტომ, 26 ოქტომბერს ძალიან დიდ პანღურს ამოარტყამს მოღალატე ივანიშვილის მარიონეტულ, რუსეთის მეხუთე კოლონია რეჟიმს.

რაც შეეხება სიაში მომხდარ ცვლილებებსა და გაკეთებულ განცხადებებს, ვერავინ ვერ ჩაგწერთ სიაში, თუ საკუთარი ხელით არ მოამზადეთ უამრავი დოკუმენტი. სიაში არავინ ჩაგწერთ, თუ ეს თავად არ გინდათ. ვინ სად წერია, ეს არ არის მნიშვნელოვანი, კახა კალაძემ გააკეთა განცხადება, რომ სერგეი ლავროვს ეთანხმება და ცხინვალი და აფხაზეთი ცალკე ქვეყნებია, რა ნუმერაცია “ნაციონალური მოძრაობის” თუ სხვა პარტიის სიისა, როცა თავზე გვენგრევა ქვეყანა, ეს აინტერესებს ხალხს?”,-აღნიშნა ბარამიძემ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს