სალომე ზურაბიშვილი - თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას

თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ცესკო-ს ბრიფინგს, რომელიც მისი შვილის, ქეთევან გორჯესტანის რეგისტრაციას ეხებოდა.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, „თურმე პრეზიდენტის ქალიშვილი თუ ხარ, პრეზიდენტი თუ გააპროტესტებს საჯაროდ, მაშინ გეშველება“, ხოლო ემიგრანტების „უზარმაზარ ჯარს“ რას ვეუბნებით.

„თუ კარგად გავიგე, ყველაფერს სწორად რომ გააკეთებ, დარეგისტრირდები დროულად (23 ივლისს) მიიღებ საკონსულოდან დასტურს, რომ ყველაფერი წესრიგშია და ვერ აღმოაჩენ შენს გვარს სიაში, თურმე პრეზიდენტის ქალიშვილი თუ ხარ, პრეზიდენტი თუ გააპროტესტებს საჯაროდ, მაშინ გეშველება !!!! და სხვას? ჩვენი ემიგრანტების უზარმაზარი ჯარი… იმათ რას ეუბნებით? - დაელოდეთ 7 ოქტომბერს და თუ ვერ აღმოაჩენთ თქვენ გვარს, ვერც გამოასწორებთ!

და თურმე ეს დისკრიმინაცია, საარჩევნო უფლებების დარღვევა არაა და თურმე ვეწევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას!!!!!“, - წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ცესკო-მ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში სალომე ზურაბიშვილის შვილი არ არის, პასუხად გაავრცელა განცხადება, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა საქართველოს პრეზიდენტის შვილის მონაცემები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და ასევე რეგისტრაციის ადგილად (საცხოვრებელ ადგილად) მითითებული აქვს საფრანგეთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ვერ მოხვდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, თუმცა მისი მონაცემები კანონის შესაბამისად შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში და ის შეძლებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა მისცეს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ პარიზში გახსნილ საარჩევნო უბანზე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე