მეთიუ მილერი - ისრაელმა ლიბანის საზღვართან მცირე მასშტაბის ოპერაციების შესახებ გვაცნობა

ისრაელმა ლიბანის საზღვართან მცირე მასშტაბის ოპერაციების შესახებ გვაცნობა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

„მათ რამდენიმე ოპერაციის შესახებ გვაცნობეს. ამ დროისთვის, მათ გვითხრეს, რომ ესენი მცირე მასშტაბის ოპერაციებია, რომლებიც საზღვართან ახლოს მდებარე „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაა მიმართული, მაგრამ ამ საკითხზე მუდმივ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.

მისივე თქმით, ისრაელს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს.

„ჩვენ ამ ოპერაციების შესახებ მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ ოპერაციების დროის, მიზნებისა და ტემპის შესახებ მათ უნდა ისაუბრონ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს