PACE-ს წარმომადგენლები - ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებული გახდა არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს, - ამის შესახებ განცხადებას PACE-ს საქართველოს სადამკვირვებლო მისიის თანამომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE), ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) და დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც საქართველოში მომავალ არჩევნებს დააკვირდება, იულიან ბულაი (რუმინეთი, ALDE) ავრცელებენ.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იძულებული გახდა არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, გამოეცხადებინა ეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია და მისი დირექტორი „საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“. ეს, როგორც ჩანს, ასამბლეის მიერ ბოლო რეზოლუციაში გამოთქმულ შეშფოთებას ადასტურებს, რომ „რეპუტაციის მქონე საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და დიდი გამოცდილება აქვთ, შესაძლოა არჩევნებზე დაკვირვება ვეღარ შეძლონ“. ეს მიუღებელია და საარჩევნო პროცესის დემოკრატიული ხასიათის მიმართ საზოგადოების ნდობას ძირს უთხრის. ამიტომ, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და ყველა საჭირო ზომა მიიღონ, რათა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა არჩევნებზე დაკვირვება მათ მუშაობაში ჩარევის გარეშე შეძლონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 26 ოქტომბრის არჩევნებს ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება, თუმცა ის ხმების დაცვისთვის ბრძოლას ინდივიდუალურად აპირებს. ამის მიზეზად ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ასახელებს, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ