თინა ბოკუჩავა და გიგი წერეთელი ბრიუსელში, გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს, ფრიდრიხ მერცს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ასამბლეის ფარგლებში, გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს, ფრიდრიხ მერცს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ფრიდრიხ მერცთან საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარება განიხილეს. საუბარი შეეხო იმ პერსპექტივებს, რაც საქართველოს და მის ყოველ მოქალაქეს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესშივე გაეხსნება.

„გერმანია, როგორ ევროკავშირის ყველაზე დიდი ეკონომიკა და ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია, როგორც ევროპის სახალხო პარტიის საყრდენი წევრი, დიდწილად განსაზღვრავენ ევროკავშირის პოლიტიკას, მათ შორის, აღმოსავლეთით გაფართოების საკითხებში.

საქართველოს მეგობრები ევროპაში წუხან იმ იზოლაციის გამო, რომელშიც ქვეყანა „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა და იმედოვნებენ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის არჩევანი ამ იზოლაციიდან გამოსვლა იქნება. დღეს ევროპის სახალხო პარტია საქართველოზე რეზოლუციის ტექსტზე იმსჯელებს. რეზოლუციის მთავარი აქცენტია, ქართველ ხალხს მიეცეს თავისი პოლიტიკური ნების თავისუფლად გამოვლენის საშუალება“, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს