კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ თურმე, 2012 წლიდან „ბეწვის ხიდზე უწევთ სიარული“. მარტო დადიან ამ ბეწვის ხიდზე თუ ეს ქვეყანაც დაჰყავთ, ამ განცხადებიდან გაურკვეველია. ან 2012 წლიდან რატომ დადიან, როცა ამ ქვეყანას 3 000-წლიანი სახელმწიფოებრიობის გამოცდილება და ისტორია აქვს, მაგრამ ივანიშვილისთვის წელთაღრიცხვა 2012 წლიდან იწყება.

დიახ, ჩვენი ქვეყანა მრავალჯერ იყო ბეწვის ხიდზეც, ძლიერიც, დაცემულიც, მაგრამ არასდროს დანებებული და დამონებული. ახლა კი სახეზეა ჩვენი ხალხის დამონების მცდელობა და ამის მაგალითს ყოველდღიურად გვიჩვენებს „ქართული ოცნების“ ლიდერშიპი, როცა რუსეთის „უკანა ეზოში“ მიძვრება და აქტიურად უხდის ბოდიშებს ჩვენს მტერს.

ჰოდა, 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მშვიდად, ღირსებით, ყოველგვარი ომის გარეშე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა მყარ ნიადაგზე, ევროპისკენ, რადგან სწორედ ევროპაა მშვიდობაც, კეთილდღეობაც და მყარი ნიადაგიც ჩვენს ფეხქვეშ!“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა