„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერები პაატა დავითაია და ნიკოლოზ ვაშაკიძე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში   მონაწილეობენ

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ვაშაკიძე ვარშავისუსაფრთხოების ფორუმში იღებენ მონაწილეობას, სადაც ისინი ფორუმის ორგანიზატორების მოწვევით იმყოფებიან.

პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ინფორმაციით, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმი არის წამყვანი ევროპული პლატფორმა, რომელიც 2014 წლიდან ტრადიციულად ყოველ წელს იმართება.

„ფორუმში აშშ-ს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკოსები, სამხედრო, უსაფრთხოებისა და საგარეო უწყებების მაღალი დონის წარმომადგენლები მონაწილეობენ. წელს ვარშავის უსაფრთხოების ფორუმი ვარშავაში 1-2 ოქტომბერს გაიმართება. ფორუმზე წამყვან საკითხთა შორისაა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონცეფცია და სტრატეგიის შემუშავება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც პაატა დავითაიამ აღნიშნა, აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ფორუმსა და დისკუსიებში.

„მსგავს ფორმატებში მონაწილეობა და შეხვედრები ფორუმის მონაწილეებთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ქვეყნის წარმომადგენელებისთვის, რომელსაც დიდი გამოწვევები აქვს და რისკები საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების, თავდაცვის მიმართულებით. ჩვენ აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ როგორც ფორუმში, ასევე დისკუსიებში, რომელიც გაიმართება ფორუმის ფარგლებში“, - აცხადებს პაატა დავითაია.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა