თამარ კორძაია - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დევნა,  სრული იზოლაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯია - თუ ივანიშვილს გაუვა,  ეს  ქვეყანაში თავისუფალი ხმის ჩახშობა იქნება

ივანიშვილის პარტიის დავალებით რაჟდენ კუპრაშვილის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დევნა, სრული იზოლაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც კორუფციასა და ნეპოტიზმში ამხელს პირადად ივანიშვილს და „ოცნების“ ჩინოვნიკებს. თუ ივანიშვილს ეს გაუვა, ეს ქვეყანაში სრული იზოლაციისკენ სვლა და თავისუფალი ხმის ჩახშობა იქნება, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ამხელს მაღალი თანამდებების პირებს და სწორედ ამ მიზეზით ამოიღო ხელისუფლებამ ეს ორგანიზაცია მიზანში.

„ივანიშვილის პარტიის დავალებით, რაჟდენ კუპრაშვილის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დევნა, სრული იზოლაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯია - სრული იზოლაციისკენ ქვეყნის, რომელიც იბრძვის ევროპული პერსპექტივისთვის და კეთილდღეობისთვის ევროპაში. შემთხვევით არ არის შერჩეული „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სამიზნედ, რადგან ეს ორგანიზაცია კორუფციასა და ნეპოტიზმში ამხელს პირადად ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს, კახი კალაძეს, ფარცხალაძეს, კახა ბექაურს, გიორგი კალანდარიშვილს და თავად რაჟდენ კუპრაშვილსაც კი. ამიტომ, არ გვიკვირს, თუ რატომ არის სანიმუშოდ შერჩეული „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით და გვესმის ის, რომ თუ ივანიშვილს ეს გაუვა და გააგრძელებს მსგავსი ტიპის დევნას სხვა ორგანიზაციების, ეს იქნება სრული იზოლაციისკენ სვლა, თავისუფალი ხმის ჩახშობა. თუ ეს ჩვენ ოდნავ მაინც გავუტარეთ ივანიშვილს, ეს ნიშნავს სრულ იზოლაციას, მეტ ადამიანს ემიგრაციაში და მეტ დაჩაგრულ, დაბეჩავებულ ადამიანს საქართველოში.

ამიტომ, კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას, რაზეც არაერთი დღეა ვლაპარაკობთ, რადგან ფრონტალური შეტევა საქართველოს წინააღმდეგ ივანიშვილის მიერ დაწყებულია და ეს არის ერთი ნაწილი საქართველოს მოქალაქეების და ქვეყნის თავისუფლების განადგურების. შესაბამისად, 26 ოქტომბერს ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რადგან არ გავუტაროთ ივანიშვილს და მისი დავალებების შემსრულებლებს ის ბოროტება და საბოლოოდ ვუთხრათ უარი იზოლაციას, სიღატაკეს და გავიმარჯვოთ იმისათვის, რომ ვიცხოვროთ კეთილდღეობით ევროპაში“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება.

ამის მიზეზად ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ასახელებს, რომელმაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.

როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა“ განმარტავს, ანტიკორუფციული ბიუროს “აბსურდული გადაწყვეტილების გამო“ ორგანიზაციაზე პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილი რეგულაციები ვრცელდება, რაც მათ სპეციალური საარჩევნო ფონდის შექმნას ავალდებულებს, ასევე ეკრძალებათ ნებისმიერი დასავლური დაფინანსების მიღება-ხარჯვა და პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო ფინანსური ანგარიშების წარდგენა ევალებათ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ის ხმების დაცვისთვის ბრძოლას ინდივიდუალურად განაგრძობს.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა