მომავალ წელს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 150 მლნ ლარია გამოყოფილი, თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად - 20 მლნ ლარი

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 150,0 მლნ ლარია გამოყოფილი - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობისთვის კი 70,0 მლნ ლარი.

გარდა ამისა, დოკუმენტის თანახმად, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, 2025 წლის ბიუჯეტში 20 მლნ ლარია გამოყოფილი თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გათვალისწინებულია 1 მილიარდი ლარი, რაც 199,0 მლნ ლარით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: მეწარმეობის განვითარება - 287,3 მლნ ლარი; ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა - 45,7 მლნ ლარი; საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება - 86,6 მლნ ლარი; ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაცია - 149,0 მლნ ლარი, მათ შორის 25,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის საჭირო გეოლოგიური კვლევებისთვის; გაზიფიცირების სამუშაოებისთვის გამოყოფილია 50,0 მლნ ლარი; ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობისთვის გამოყოფილია 70,0 მლნ ლარი, ხოლო 20 მლნ ლარი გათვალისწინებულია თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობისათვის საჭირო კვლევების დასაფინანსებლად;

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისთვის საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოყოფილია 150,0 მლნ ლარი“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 7,0 მილიარდ ლარზე მეტი.

„საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1,5 მილიარდ ლარამდე, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 1,0 მილიარდ ლარამდე; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი; წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 670,0 მლნ ლარზე მეტი; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 930,0 მლნ ლარამდე; ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 150,0 მლნ ლარზე მეტი“,- ნათქვამია დოკუმენტში.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი