თეონა აქუბარდია - იქნება ლავროვის, ზატულინის განცხადებები თუ დამატებით ტერიტორიებზე მარიონეტული რეჟიმების მიერ წამოყენებული პრეტენზიები, ეს  აჩვენებს, რამხელა საფრთხეა საქართველოსთვის თავად „ივანიშვილის ოცნება“

იქნება ლავროვის, ზატულინის განცხადებები თუ დამატებით ტერიტორიებზე მარიონეტული რეჟიმების მიერ წამოყენებული პრეტენზიები, ეს ცალსახად აჩვენებს, თუ რამხელა საფრთხეა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის თავად „ივანიშვილის ოცნება“, - ეს შეფასება მედიასთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თეონა აქუბარდიამ გააკეთა.

აქუბარდიას აზრით, “ქართული ოცნება“ სადღაც კულუარულად, ბნელ ოთახებში არაფორმალურ საუბრებს აწარმოებს და “გარეჯი საქართველოა“-ს მსგავსი მაშველი რგოლის ძიებას ცდილობს“.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილი დასავლეთს კარს უკეტავს, ამით არაღიარების პოლიტიკას დამატებითი საფრთხის წინაშე აყენებს.

„ქართული ოცნება სერგეი ლავროვის განცხადებას მიესალმა, რომელმაც სრულიად მკაფიოდ თქვა, რომ სამ ქვეყანას შორის ისტორიული ურთიერთობების ნორმალიზება უნდა მოხდეს. ეს საქართველოს სუვერენიტეტის სრულიად ღიად დამრღვევი მორიგი განცხადება იყო. ამის მისალმება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არა თუ საქართველოს ნამდვილ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას იცავს, არამედ სუვერენიტეტს დამატებით საფრთხეებს უქმნის.

ჩვენ დავსვით კითხვა, რა გეგმა აქვს „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის ნამდვილი სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად, მაშინ როდესაც არც მარიონეტულ რეჟიმებს და არც რუსეთს აღიარება უკან არ წაუღია და არც საოკუპაციო ჯარების გაყვანაზე გაუკეთებია განაცხადი. ამ ყველაფერზე არის დუმილი და არის მისალმება“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება