კახა კალაძე -  ბიძინა ივანიშვილმა ყველა სასამართლო პროცესი მოიგო და მიზანმიმართულად უჩერებენ თანხებს, მიდის მისი პოლიტიკური შანტაჟი - დრო თუ მოვა, ყველაფერს ვიტყვით და სააშკარაოზე გამოვიტანთ

ბიძინა ივანიშვილმა ყველა სასამართლო პროცესი მოიგო და მიზანმიმართულად უჩერებენ თანხებს, ის არის დე ფაქტო სანქცირებული - მიდის მისი პოლიტიკური შანტაჟი, ამის დრო თუ მოვა, ყველაფერს ვიტყვით და სააშკარაოზე გამოვიტანთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის ბედით აშანტაჟებენ და აღნიშნავს, რომ „ქვეყნის ინტერესები არ ითმობა“.

როგორც კალაძე აღნიშნავს, ქვეყნის საწინააღმდეგო არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება.

„ძალიან მარტივია. ეს თანხები არის მისი საკუთრება. ადამიანმა მოიგო სასამართლო ბერმუდაში, სინგაპურში. გადაწყვეტილება მიღებულია და შესაბამისად, ვინ ან რატომ აჩერებს აღნიშნულ თანხებს? რატომ არ უბრუნებს ადამიანს? ბიძინა ივანიშვილო არის დე ფაქტო სანქცირებული, იმიტომ, რომ მას აშანტაჟებენ ქვეყნის ბედით. აშანტაჟებენ იმით, რომ ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი, შევუერთდეთ სანქციებს. დამერწმუნეთ, არ ითმობა ქვეყნის ინტერესები. ჩვენ შევინარჩუნებთ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და რა თქმა უნდა, მშვიდობას. არანაირი სანქციები, არანაირი პირადი კეთილდღეობა. ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ კარგად. მერწმუნეთ, არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება ქვეყნის საწინააღმდეგო. ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებს.

კაცმა ყველა სასამართლო პროცესი მოიგო და მიზანმიმართულად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება. უჩერებენ თანხებს. მიდის პოლიტიკური შანტაჟი. არ მინდა ვისაუბრო სხვადასხვა დეტალებზე, თუმცა ამის დრო თუ მოვა, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვიტყვით და გამოვიტანთ სააშკარაოზე,“ - განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის