„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - 15-16 წლის მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია - გაზრდილია გასახურებელი თამბაქოს მოხმარებაც

5-16 წლის მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია - გაზრდილია გასახურებელი თამბაქოს მოხმარებაც, - ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ განაცხადა.

უფრო კონკრეტულად, როგორც გიორგი ბახტურიძემ განმარტა, ბოლოს ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, 15-16 წლის მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება 15%-ს შეადგენს, გასახურებელი თამბაქოს მოხმარება კი 8%-დან 12%-მდე გაიზარდა.

„2024 წლის მარტ-აპრილში ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგებით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა გვაქვს. საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს ელექტრონული სიგარეტის, ე.წ. ვეიპის გამოყენების კუთხით. 15-16 წლის მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება არის დაახლოებით, 15%, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თუ შევადარებთ 2015 წელს, მაშინ 7% იყო. 2-ჯერ არის გაზრდილი ელექტრონული სიგარეტის მოხმარება, რასაც ვვარაუდობდით.

ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელმა დაიკლო, 2015 წელს 18% იყო, ახლა 11% გვაქვს. საკმაოდ რთული მდგომარეობა გვაქვს ამ პროდუქტთან დაკავშირებით. მშობლებიც კი მსუბუქად უყურებენ ამ პრობლემას, გგონიათ, რომ მხოლოდ არომატიზატორებს აქვს ადგილი და ახალგაზრდებისთვის ზიანის მომტანი არ არის.

გასახურებელი თამბაქოს მოხმარება თუ 8% იყო, 11-12%-ის ფარგლებში არის ახლა, მოხმარება გაზრდილია. ერთი მხრივ, სერიოზული კლება გვაქვს ჩვეულებრივ სიგარეტთან დაკავშირებით, თუმცა მეორე მხრივ, მზარდი ტენდენცია გვაქვს, რასაც ხელი შეუწყო თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან უკანონო ქმედებებმა. მოგეხსენებათ, თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტის პოპულარიზაცია და რეკლამირება აკრძალულია, თუმცა, სამწუხაროდ, აკვირდებით ბოლო პერიოდში რომ სოკოებივით არის მომრავლებული ელექტრონული სიგარეტების ნაირსახეობები, ასევე გასახურებელი თამბაქოს პროდუქტებიც თვალხილულია. ეს პროდუქტები განთავსებულია ბავშვის სათამაშოებთან, ტკბილეულთან ერთად. ამ ფაქტებს აფიქსირებს მონიტორინგის სამსახური და გადაეცემა შემოსავლების სამსახურს რეაგირებისთვის, მაგრამ იმდენად მაღალია დარღვევის რაოდენობა, ყველას აღმოჩენა ვერ ხდება, შესაძლოა 90% აღმოვაჩინოთ და 10% ვერა“, - აღნიშნა ბახტურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირაში“.

ამასთან, განმარტა, რომ ელექტრონული სიგარეტი ნიკოტინს მაღალი კონცენტრაციით შეიცავს, რაც სერიოზულ მიჯაჭვულობას იწვევს. მისივე თქმით, ნიკოტინი მიჯაჭვულობით სერიოზული ნარკოტიკია ჰეროინის და კოკაინის შემდეგ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია