კახა კალაძე - საქართველოში არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველანაირი წითელი ხაზი გადალახულია - ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, დაკომპლექტებული რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებით

საქართველოში არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველანაირი წითელი ხაზი გადალახულია - ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, დაკომპლექტებული რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი მშვიდი საარჩევნო კამპანია, როგორიც წელსაა, არასდროს გვქონია.

„საქართველოში არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები. ზოგადად, თავისი შინაარსით, ხომ იცით, რაც არის არასამთავრობო ორგანიზაცია. არ არსებობს. ყველანაირი წითელი ხაზი გადალახულია. ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან და დაკომპლექტებული არიან რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებით. როგორ შეიძლება ამ კონკრეტულმა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციამ [„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“] შეაფასოს ან დააკვირდეს არჩევნებს. რამდენი ხანია მიმდინარეობს არჩევნები? გულწრფელად გეტყვით, 2011 წლიდან ჩართული ვარ საარჩევნო კამპანიაში და ასეთი მშვიდი საარჩევნო კამპანია, მგონი, არასდროს გვქონია. დღეს ყველა პოლიტიკოსს, ყველა პოლიტიკურ პარტიას შესაძლებლობა აქვს, გამოთქვას თავისი მოსაზრება, ჩაატაროს კამპანია, მივიდეს ხალხთან. ბევრი, რა თქმა უნდა, ვერ მიდის ხალხთან, არ მიესვლებათ. როგორ უნდა მივიდეს გვარამია, ან მელია ხალხთან, ხომ? ან იგივე ხაზარაძე, რომელმაც უამრავი ადამიანი გააუბედურა და ა.შ. ისინი კამპანიას ატარებენ ვიღაც ელჩებისთვის, საელჩოებისთვის და გარე აქტორებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

ის ასევე ეკა გიგაურის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საზოგადოებისთვის ნათელია, საიდან მოდის ის ფული, რომელიც მისივე შეფასებით, დაპირისპირებას და გახლეჩას ხმარდება.

„რატომ არ უნდა უნდოდეს გასაჯაროება?! ხარ არასამთავრობო ორგანიზაცია და შენი ფინანსები, ჩარიცხვები, დახარჯვები უნდა იყოს საჯარო, გამჭვირვალე. ყველაფერი ნათელია. ეს შავი ფული, რომელიც შემოდის, ხმარდება რევოლუციის მომზადებას ქვეყანაში, ხმარდება ერთმანეთთან დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩას და საიდან მოდის ეს ყველაფერი, ექსტრემიზმის დაფინანსება, ვინ აფინანსებს ამას, ვინ დგას ამის უკან?! ყველაფერი ცხადია, ადამიანების შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია, სარწმუნოების შელახვა, ამ ასაკის პატრიარქის შეურაცხყოფა, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ეს ყველაფერი საიდან ფინანსდება, საზოგადოებამ ხომ იცის ეს, ხომ ცხადია ყველაფერი?!“ - აცხადებს კახა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია