დავით მათიკაშვილი - ქვეყნის პრეზიდენტად წოდებული ადამიანი, ისევე როგორც რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის ფარგლებს გარედან იმართება და დავალებებს გარედან იღებს

ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტად წოდებული ადამიანი, ისევე როგორც რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის ფარგლებს გარედან იმართება და დავალებებს გარედან იღებს, - ეს განცხადება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

მათიკაშვილის თქმით, „ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის „წამოცდენა თუ გულახდილი ნათქვამი“ ადასტურებს, რომ „იქცევიან ისე, როგორც მათ ქცევის კონკრეტულ წესს ქვეყნის გარედან პატრონები შეუკვეთავენ“.

სალომე ზურაბიშვილის განცხადება ზუსტი აღწერაა იმ მოვლენების, რაც ჩვენს რეალობაში ხდება, როცა გარედან შემოსული ინიციატივებით ხდება საკუთარი ქცევების ფორმირება, ხელმოწერა თუ ამაზე უარის თქმა.

არ შეიძლება, ქვეყანა აგენტურის მიერ, საზღვარგარეთიდან მიღებული ინსტრუქციებით იმართებოდეს. ქვეყანა უნდა იმართებოდეს მთავრობის მიერ და ეს ლეგიტიმაცია, რომელიც არჩევნებზე გაიცემა, ვერავის მხრიდან კითხვის ქვეშ ვერ დადგება, რადგან გადაწყვეტილებას ქართული საზოგადოება იღებს და არავინ სხვა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს