„ქართული ოცნების“  საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ზაურ დარგალი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრებს აგრძელებს

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მარნეულისა და გარდაბნის დელეგატი ზაურ დარგალი, წერეთლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების: წერეთლის, საიმერლოს, ბეგლიარისა და დიოკნისის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივებისთვის პრიორიტეტული საკითხები.

ასევე, მათივე ცნობით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები.

„დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, განსაკუთრებული აქცენტი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაკეთდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება