სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს  - თქვენი ხელმძღვანელობა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კრიტიკულ მომენტში ხდება - დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებთ

სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.

„მარკ რუტეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ვულოცავ! თქვენი ხელმძღვანელობა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კრიტიკულ მომენტში ხდება. დარწმუნებული ვარ, თქვენ ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ სწრაფვაში ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებთ“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს, მარკ რუტემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულება ოფიციალურად დაიწყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება