თურქეთის საგარეო უწყება - გაერო-მ უნდა მიიღოს ზომები ისრაელის თავდასხმის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ლიბანის ოკუპაციას ისახავს

თურქეთი სამხრეთ ლიბანში ისრაელის სახმელეთო ჯარების შესვლას გმობს და უკანონო შეჭრის მცდელობად აფასებს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელმა თავდასხმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს და ლიბანიდან ჯარები გაიყვანოს.

უწყების მტკიცებით, ისრაელის შეჭრა საფრთხეს უქმნის ქვეყნების უსაფრთხოებასა და სტაბილურობას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, რაც ზრდის მიგრაციის ახალი ტალღის და ექსტრემისტული ჯგუფების აღორძინების რისკს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნები, რომლებიც პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევენ და იარაღს აწვდიან ისრაელს, ასევე დაზარალდებიან.

„გაერო-ს უშიშროების საბჭომ უნდა დაიცვას საერთაშორისო სამართალი და მიიღოს აუცილებელი ზომები ამ თავდასხმის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს ლიბანის ოკუპაციას. ისრაელის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული ასევე არის დარტყმა საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდებაზე“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება