„ქართული ოცნების“  საარჩევნო კამპანიის ფარგლებში  შეხვედრები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გრძელდება

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, ქვედა საქარის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მოსახლეობასთან ერთად დელეგატი გაეცნო სოფლებში არსებულ ვითარებას, მოსახლეობასთან ერთად განიხილა ყველა ის საკითხი რომელიც მომავალში მოსაგვარებელია.

მათივე ცნობით, შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები. ასევე ისაუბრეს მშვიდობიანი განვითარების იმ გზაზე, რომელსაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში გადის.

„გავაცანი ჩემი სამოქმედო გეგმა, ვისაუბრეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც ჩვენს გუნდთან ერთად ვგეგმავთ. იმედი მაქვს, რომ ერთად და ერთმანეთის გვერდით დგომით შევქმნით უკეთეს ქვეყანას, რეგიონსა და ქალაქს“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა