გიორგი კახიანი - არჩევნების შემდეგ ძალიან მალე დავუბრუნდებით მდგომარეობას, რაშიც აქამდე ვიყავით და იქნება წინსვლა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე

26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რაც საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდება, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ აქვს, ურთიერთობები ჩვეულებრივ გაგრძელდება - არჩევნების შემდეგ, ძალიან მალე დავუბრუნდებით მდგომარეობას, რაშიც აქამდე ვიყავით და იქნება წინსვლა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, - ეს განცხადება პარლამენტში, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა გააკეთა.

კახიანი დარწმუნებულია, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან სანქციებზე გახშირებული საუბარი და მათი კრიტიკული განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება, რადგან ეს ყველაფერი ოპოზიციას აძლიერებს.

კახიანმა აღნიშნა ისიც, რომ „ბიძინა ივანიშვილს არანაირი სანქცია ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებას არ შეაცვლევინებს და მასთან სანქციებზე საუბარი არაფრის მომცემია“.

„სულ სხვა რამ არის მიზეზი იმისა, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის გარშემო ხდება. რა თქმა უნდა, მიზეზი გამჭვირვალობის კანონის მიღება არ არის - ეს კანონი უკვე მოქმედებს და ხედავთ, რომ არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას თავის საქმიანობაში ხელისუფლების მხრიდან პრობლემა არ შექმნია. ისინი საქმიანობას ჩვეულებრივ აგრძელებენ. რაც დრო გავა, უფრო მეტად გამოჩნდება, რომ ეს არის კანონი, რომელიც მხოლოდ გამჭვირვალობას ემსახურება.

მიზეზი ყველაფრისა კი არის ის, რომ გარკვეული ძალები ქვეყნის გარედან ცდილობენ, რომ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოაბრუნონ. ეს განუხორციელებელი მისიაა და საქართველოში ეს ვერ მოხდება.

როგორც კი არჩევნები დასრულდება და დარწმუნდებიან, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს, შეჩერებული პროცესი ჩვეულებრივ გაგრძელდება - გვექნება დიდი წინსვლა მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია