თბილისის მერმა ისნის რაიონში ახალაშენებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ისნის რაიონში ახალაშენებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა. N124 ბაგა-ბაღი ვაზისუბნის დასახლებაში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე აშენდა და აღსაზრდელების პირველი ნაკადი 16 სექტემბერს მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ბაღი 9-ჯგუფიანია და 290 აღსაზრდელზეა გათვლილი, ადაპტირებულია შშმ პირთათვის, აქვს კეთილმოწყობილი ეზო გამწვანებითა და სათამაშო მოედნებით; შენობა აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით, უსაფრთხოების ბადეებითა და სააღმზრდელო ჯგუფების ინდივიდუალური საევაკუაციო კიბეებით. პროექტის ბიუჯეტი 4,5 მილიონი ლარია.

„ისნის რაიონში კიდევ ერთი ახალი ბაღი ავაშენეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ბაღი 290 ბავშვზეა გათვლილი. ამჟამად 150 ადგილია შევსებული და რეგისტრაცია ეტაპობრივად გრძელდება. გვინდა, რომ ჩვენს პატარებს ასეთ გარემოში უწევდეთ ყოფნა. ბაღი თანამედროვე სტანდარტებითაა აშენებული, სადაც თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. სათამაშოები, თეთრეული, ყველაფერი ეკოლოგიურად სუფთა, სერტიფიცირებული და ევროპულია. ბაღში არის ოთხჯერადი კვება, რომელიც უმაღლეს დონეზეა. ჩვენ კიდევ გვაქვს დაგეგმილი ასეთი პროექტები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის. ყველაზე მთავარია ის, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, განვახორციელეთ საკანონმდებლო ცვლილება და საჯარო ბაგა-ბაღები არის უფასო", - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალგახსნილ საბავშვო ბაღში მერთან ერთად, მერის მოადგილე კახა გულედანი და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე იმყოფებოდნენ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს